
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრა 17 მარტს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შედგება. ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე ვრცელდება.
ცნობილი ხდება, რომ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრასაც დაესწრება.