ეს არის ჰეითერობა - თალაკვაძე ჩანაწერების გავრცელებაზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ტვ პირველის" ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს.

აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ეს პირდაპირ, თუ დავაკვირდებით ამ კამპანიას, რაც იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი და ბევრი კითხვები არის, თუ რატომ დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა ამ ყველაფრის გამოქვეყნება..... ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი, - ამბობს არჩილ თალაკვაძე

შეგახსენებთ, 6 მარტს ტვ პირველმა აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ აგზავნიდა ბერა ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც სოცქსელებში ბერას აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ. 

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი