ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს EMC ეხმიანება - "აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს" - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია წერს, პირველადი დაკვირვებით, ჩანაწერების ნაწილი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა აღნიშნულ პირებს( ღარიბაშვილი/ჩუბინიძე), მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ და სწორედ ამ მანდატით მოქმედებდნენ.
ორგანიზაცია წერს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ გამოძიება, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ დაბალია მოლოდინი და ნდობა მათი მხრიდან საქმის სათანადოდ გამოძიების.
6 მარტს, "ტვ პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელ, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ, ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.