მელია და კალაძე? - თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება იწყება

გამოქვეყნდა:

იქნება თუ არა კახა კალაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატი? კითხვას თბილისის მოქმედი მერი უპასუხოდ ტოვებს. ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება მმართველმა პარტიამ უკვე დაიწყო, თუმცა სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ კითხვებს კვლავ უპასუხოდ ტოვებს.

ჩვენი ინფორმაციით, კალაძე მისივე დაარსებულ პარტიაში მუშაობის ბოლო დღეებს ითვლის.

მთავარი არხის ინფორმაციით, ოპოზიცია 2021 წლის  თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ერთიანი კანდიდატის დაყენებას აპირებს.

დედაქალაქში მმართველი პარტიის წინააღმდეგ სავარაუდოდ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ოცნების პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელია იბრძოლებს.

ივანიშვილის გუნდის ნაწილი ამბობს, რომ ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უკვე დაიწყო, ნაწილს კი ამ პროცესის შესახებ არაფერი სმენია.

თბილისის მოქმედი მერის კვოტით საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მეტი დეპუტატია. მათ უმრავლესობას შიდა პარტიულ კონსულტაციებზე საუბარი არ სურს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი