დატვირთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებები - დანიელსონის ვიზიტის პირველი დღე

გამოქვეყნდა:

არსებობს თუ არა კომპრომისის შესაძლებლობა? მთავარი პოლიტიკური მოლაპარაკებების პირველი დღეს განსაკუთრებულად დამაიმედებელი არ აღმოჩნდა.

პროცესი ქართული ოცნების გუნდში მოულოდნელი ცვლილებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად მმართველი პარტიის მთავარი მომლაპარაკებელი ისევ ირაკლი კობახიძე გახდა, მაგრამ შეცვალა თუ არა რამე ქართული ოცნების პოზიციაში ამ ცვლილებამ გაურკვეველია.

კრისტიან დენიელსონთან მოლაპარაკებიდან გამოსულმა მმართველი პარტიის ლიდერებმა კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრეს.

შემდეგ უკვე მთავარი ოპოზიციური პარტიის ჯერი დადგა და ნაციონალური მოძრაობა შვედ დიპლომატთან კვლავ პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ჩიხია და მხარეებს ისევ კომპრომისის ძიებისკენ მოუწოდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი