
ტელეკომპანია "ფორმულა" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს. ვიდეოკადრები ტაქსის ავტორეგისტრატორმა თავდასხმის დროს 25 თებერვალს გადაიღო.
ვახო სანაიასა და მის ოჯახის წევრებს თავს სწორედ 25 თებერვალს, გამთენიას, თბილისში დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა. ამბობს, რომ ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორი კი წაქცეულს მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკავა.
ამავე თემაზე: