ადგილობრივებისა და ექსპერტების შეკითხვებისთვის ნათია თურნავას გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ქუთაისის მერიაში დღეს მთელი დღის განმავლობაში უნდა ეპასუხა, მაგრამ სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება მოიმიზეზა და ლევან დავითაშვილთან ერთად, შენობის სათადარიგო გასასვლელიდან გაიპარა.
მანამდე კი თურნავამ რამდენიმეპუნქტიან შეთანხმებაზე ისაუბრა, რისი შესრულებაც, როგორც თავად თქვა თურქულ კომპანია "ენკას" მოსთხოვეს.
მინისტრმა მოსახლეობას „რიონის ხეობის განვითარების ფონდის“ შექმნაზეც მოუყვა, რომლის ბიუჯეტიც ადგილობრივი თემის საჭიროებისამებრ დაიხარჯება. მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათ მოსყიდვას ცდილობს.
რიონის მცველებს არცერთი დაპირების არ სჯერათ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და ამბობენ, რომ მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრომ ფული შესთავაზა.
რიონის მცველები 14 მარტს ქუთაისში მორიგ აქციას აანონსებენ და ამბობენ, რომ გაქცეული მინისტრები ქუჩაში კიდევ უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები უკვე 139 დღეა, ჰესის მშენებლობას ღია ცის ქვეშ აპროტესტებენ.