7 დღის შემდეგ - ღარიბაშვილის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები აუდიოჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

ზუსტად 7 დღე დასჭირდა პრემიერმინისტრს იმისთვის, რომ სკანდალურ ჩანაწერებზე არგუმენტები მოეფიქრებინა, მაგრამ მთავრობის მეთაური დამაჯერებელი მაინც ვერ აღმოჩნდა. აუდიომასალის ავთენტიკურობა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა. ამტკიცებს, რომ მსხვერპლია. პრემიერ-მინისტრი თავისივე ქცევამ გათქვა, დრო და დრო ის იმ ტექსტისკენ აპარებდა თვალს, სადაც თავის გასამართლებლად არგუმენტები თეზისებად ჰქონდა ჩამოწერილი.

თუ სკანდალური ჩანაწერი 11 წლის წინანდელია, რატომ უნდა დაერეკათ 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილისთვის?! პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მაშინდელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა ქართუ ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში ჰქონდა.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას კომუნიკაცია 2010 წელს ქართუ ბანკთან ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არა ირაკლი ღარიბაშვილთან, არამედ ბანკის პრეზიდენტთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ქართული ოცნების მტკიცებას, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი