
მთავარი პოლიტიკური მოლაპარაკებების მეორე დღე - კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს ოპოზიციურ სპექტრთან მართავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონსულტაციებს "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩისა" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერებთან მართავს.
შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ,ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.