"ფაიზერის" ნაცვლად, "ასტრაზენეკა" - სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია 15 მარტიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი საქართველოშია, თუმცა, მის მიღებას ხანგრძლივი ლოდინი და ხელისუფლებისგან დაპირებული თარიღის ორჯერ შეცვლა უძღოდა წინ.

"ხელმისაწვდომია 43.200 ვაქცინა, რომელიც გათვალისწინებულია მედიკოსების იმუნიზაციისთვის. რეგისტრირებულია 64.051 ადამიანი, 54 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. 82 დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც მედიკოსებს შეუძლიათ დაჯავშნონ ის დაწესებულება, სადაც აიცრებიან. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალის აქტიურობა მნიშვნელოვანია. 

ექიმების დიდი ნაწილი, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი პირველ რიგში უნდა შეეხოს, "ასტრაზენეკას" ვაქცინას უნდობლობას უცხადებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მათ ხელი "ფაიზერის" ვაქცინით აცრაზე მოაწერეს და გაუგებარი რჩება, რატომ ვერ შემოვიდა საქართველოში ხელისუფლების მიერ დაპირებული სწორედ ეს ვაქცინა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი