შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილის საქართველოში შემოტანას ეხმიანება და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე მედიკოსთა იმუნიზაცია დაიწყება, შემდეგი დოზების მიღებისთანავე კი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია გაგრძელდება. 

"ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა. პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია", - აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი საქართველოში დღეს დილით შემოვიდა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკოსთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში 15 მარტიდან დაიწყება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი