ოპოზიციური პარტიების ნაწილთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც დეტალურად განიხილავენ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6 პუნქტიანი შეთანხმების გეგმას.
"ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, რაიმე გადაწყვეტილებას მოეწეროს ხელი. ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამერტო არჩევნების თარიღი. რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში. გარდა ამისა ივანიშივლის პირადი სანქცირების გარეშე, მისი ჩვენგან მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე ეს არის მწარე რეალობა, ამიტომ ჩვენი თოხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი - სანქციის ქვეშ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მილიარდები", - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიერი შალვა ნათელაშვილი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონსულტაციებს "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩისა" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერებთან მართავს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან "ლეობორისტული"პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი.