ორშაბათიდან იმუნიზაცია 29 დაწესებულებაში დაიწყება - ცენტრების რეგიონული განაწილება

გამოქვეყნდა:

NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება და კვირის ბოლომდე ახალი ამცრელი პუნქტები დაემატება.

"პირელ ეტაპზე, ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში. ეს არის თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები. რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის", - თქვა გამყრელიძემ.

ამცრელი ცენტრები ასე გადანაწილდა:

  • თბილისში - 10;
  • ქუთაისში - 4;
  • ბათუმში - 4;
  • რუსთავში - 2;
  • ზუგდიდში - 2;
  • ყველა რეგიონულ ცენტრში თითო-თითო;

როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ამცრელ ცენტრებს, 17 მარტიდან დაემატება 35-მდე ახალი ცენტრი, ხოლო19-ში კიდევ 23. მისივე თქმით, "ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში გაიშლება."

ცნობისთვის, დღეს, 13 მარტს, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო. მედიკოსების იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი