ხალხმრავალი აქცია მოედანზე ღამისთევით - ქუთაისში ხვალ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

ხვალ, 14 მარტს, ქუთაისში გიგანტური ჰესის საწინააღმდეგო მრავალათასიანი საპროტესტო აქცია 13:00 საათზე გაიმართება. აქციის მონაწილეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ.

"ხვალ ხალხს საქართველოს ყველა კუთხიდან ველოდებით... ვფიქრობთ, რომ დიდი, მასშტაბური აქცია იქნება. გვინდა ერთი ღამე გავათიოთ ცენტრალურ მოედანზე და ეს იქნება ჩვენი პროტესტის დამატებით ახალი ფორმა ხვალინდელ აქციაზე" - ამბობს აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი  

გიგანტური ჰესის საკითხზე ხელისუფლება უკანდახევას არ აპირებს და კომპანიას გიგანტური ჰესის ასაშენებლად მწვანე შუქს უნთებს, თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდება, სანამ ახალი 

28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" ორკვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. 

ცნობისთვის,"ოცნების" ხელისუფლებამ თურქულ კომპანიას 99 წლიანი ვადით, ხეობა გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი