ყველას გვისმენენ, მარტო ჩვენ კი არა, "ოცნების" ლიდერშიფიც ამ დღეშია - ვაშაძე მოსმენებზე 

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უსმენს ყველას, მათ შორის "ოცნების" წევრებსაც. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს ისაუბრა.

"ყველას გვისმენენ. თქვენც გისმენენ და მეც მისმენენ. მე თუ თქვენ დამირეკავთ, დეტალურად ეცოდინებათ, რაზე დამელაპარაკეთ და რაზე მკითხეთ, ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, ხან "ვოთსაპით" ვილაპარაკოთ, ხანს "სიგნალით", ხან "შმიგნალით", ხან კიდევ ახალი პროგრამა ჩვენ თვითონ მოვიგონოთ, რომ იმ ახალ პროგრამაში ვილაპარაკოთ.

მარტო ჩვენ კი არ ვართ ასეთ დღეში, მთელი "ქართული ოცნების" ლიდერშიფი ასეთ დღეშია. ჰკითხეთ ახლა კობახიძეს, თალაკვაძეს, ყველას, ბოლოს როდის ილაპარაკეს ტელეფონზე ჩვეულებრივ ხაზზე და რამდენად ხშირად იყენებენ "ვოთსაპს" და "სიგნალს". ეს იქნება ტესტი, უსმენენ თუ არა ისინი ერთმანეთს და გვისმენენ თუ არა ჩვენ. ეს არის მთავარი პრობლემა, რისი დასრულებაც უნდა მოხდეს. ჟურნალისტს, რომელმაც მოიპოვა დანაშაულის შემცველი ინფორმაციის ჩანაწერები, ვალდებულება აქვს ეს გაამჟღავნოს და ვალდებულება აქვს დაიცვას წყარო", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

6 მარტს "ტვ პირველმა" აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ აგზავნიდა ბერა ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც სოცქსელებში ბერას აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ. 

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი