ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში კონკრეტული შეთანხმება შედგება - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ორი დღის განმავლობაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შეთანხმება შედგება. როგორც მდინარაძე ამბობს, მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარეს პოზიტიური მოლოდინი აქვს.

"ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში, უკვე კონკრეტული შეთანხმება შედგება, რადგან ოპოზიციასაც, არა მხოლოდ ჩვენ, ყველას ერთად მოგვიწევს, რომ გარკვეული კომპრომისული წინადადებებით წარვსდგეთ ერთმანეთის წინაშე მედიაციის პროცესში. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, წითელ-ყვითელ-ლურჯ ხაზებზე არ ვსაუბრობთ",-თქვა მდინარაძემ.

ამ წუთებში, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის ოფისში იმყოფებიან და კონსულტაციებს მართავენ. დღეს, 13 მარტს, შესაძლოა, კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართოს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ქართულ ოცნებასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი