დაბრუნებიდან 3 კვირის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილი პოს TV-დან ისევ წავიდა

გამოქვეყნდა:

დაბრუნებიდან 3 კვირის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილი პოს TV-დან ისევ წავიდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... გარწმუნებთ, “პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!, - წერს ნაცვლიშვილი. 

ლაშა ნაცვლიშვილი პოს TV-ში 2021 წლის 21 თებერვალს დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებაში დაადანაშაულეს და პოს TV-დანაც სწორედ ამის გამო გაუშვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი