ბერა ივანიშვილის საძმო - საძმოებით და ბანდებით გადავსებულ ქვეყანაში, მილიარდერი რეპერის გარემოცვა განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს. ბერას ძმაკაცებს ეპატიებათ ყველაფერი, ხშირად კი მათ უდარდელ სამსახურს პირდაპირ ბიუჯეტი უზრუნველყოფს - ცხადია, მრავალათასიანი ხელფასით. 

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მეტწილად კრიმინალური მენტალიტეტით ცხოვრობენ და მოქმედებენ, თუმცა ამ შავბნელი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად არც სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენებაზე ამბობენ უარს. 

27 წლის ბერა ივანიშვილის მეგობრების სია დიდი და მრავალფეროვანია:

  • პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერასთვის "ანტუნი";
  • სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, იგივე ანზორა;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იგივე ვახო..
  • კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის შვილი ავთო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო";
  • მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი