ოლიგარქთა ვნებები - მიწასთან გასწორებული სოფელი ქექუთი

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წლის წინ, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მინისტრებმა ოლიგარქ კოლომოისკის 350 მილიონიანი ჯარიმა დაუწერეს და იძულების წესით კომპანიაში საკუთარი წარმომადგენელი "რიჟა" ჩაუსვეს.

გარემოს ზიანისთვის დაკისრებული ჯარიმა უკრაინელ ოლიგაქრს, ცხადია, არავინ გადაახდევინა, უბრალოდ გადაწყდა, რომ მოგების ნაწილი ივანიშვილის გარემოცვასთან წავიდოდა. გარემოს გადასარჩენად კომპანიაში ჩასმულმა მმართველებმა კი პირიქით, ისიც კი მიწასთან გაასწორეს, რაც როგორღაც გადაურჩა ინვესტორის მადას. ახლა მილიარდობით დოლარი ოფშორებში იქაჩება, ხალხი კი დანგრეულ სახლებს უკან მოუხედავად ტოვებს.

სოფელ ქექუთში 300 ოჯახი ცხოვრობდა. მათი უმეტესობა დღეს აყრილი და გადასახლებულია. ის კი, ვისაც სხვაგან წასასვლელი არ აქვს, საკუთარი უფლებების დაცვას აქციებით ცდილობს. უკვე თვენახევარია, ეს ადამიანები ღამეებს კარავში ათენებენ და ასე ცდილობენ კერძო კომპანიისა და სახელმწიფოს ყურადღების მიპყრობას, თუმცა უშედეგოდ. მათთვის არავის სცალია. 

ეკა გაგუას რეპორტაჟი: "მიწასთან გასწორებული სოფელი" 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი