
სად ვართ? - ამას ყველა ვხვდებით. ვიღაცები ვაღიარებთ და ვუპირისპირდებით, ვიღაცები თავს იტყუებენ, მაგრამ კარგად იციან, რა ქვეყანაშიც ცხოვრობენ. არიან ისეთებიც, ვინც მატერიალური სარგებელის მოლოდინში მზადაა, ღარიბაშვილზე უფრო დიდი ენთუზიაზმით იცინოს მისი პატრონის უკბილო ხუმრობებზე და ბავშვებიც შავი ჯიპებით დააშინოს, ოღონდ იმას ასიამოვნოს.
ბერას ჩაანწერებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ქვეყანას დღეს ფსიქოპათები მართავენ, რომლებიც მზად არიან გაუსწორდნენ ყველას, რომლებიც ბავშვებსაც კი ვერაფერს აპატიებენ. მაგრამ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ ჩაკეტილ წრეს, როგორ ამოვიდეთ ჭაობიდან..
შოთიკო კიკნაძის რეპორტაჟი: "წართმეული მომავალი".