"ჩაიხერგება ცენტრალური მოედანი" - ჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - გიგანტური ჰესის წინააღმდეგ,პროტესტის 141-ე დღე, მრავალათასიანი აქციის ფონზე ჩაივლის. 

რიონის ხეობის მცველების მტკიცებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია და დროა ჰესის მშენებლობა ადამიანური რესურსის წარმოჩენით გააპროტესტონ. აქციის ორგანიზატორების თქმით, სამოქალაქო აქტივისტებთან და რიონის ხეობის მცველებთან ერთად, პროტესტს გარემოსდამცველები და რიგითი, უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდებიან. აქციის მონაწილეების ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, არ აშენდეს გიგანტური ჰესი.

აქცია 13:00 საათზეა დაგეგმილი. რიონის მცველების თქმით, დღის მეორე ნახევრიდან ცენტრალური მოედანი ჩაიხერგება, აქციის მონაწილეები კი ღამეს იქ გაათევენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი