თუ "ოცნება" კიდევ ერთხელ გადააგდებს ხალხს, უფრო ძვირი დაუჯდება - მინაშვილი მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს, 14 მარტს ოპოზიციასთან შეხვედრასაც გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ისინი, იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკური ფასი კიდევ უფრო ძვირი იქნება.

"ვიზიტი გრძელდება. მე წინასწარ ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება ექნება ხელისუფლებას და წამოვა, თუ არა ის შემხვედრ ნაბიჯებზე, თუმცა თუ ის კიდევ ერთხელ გადააგდებს ქართველ ხალხს და მოატყუებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ბუნებრივია, პოლიტიკური ფასი მათთვის კიდევ უფრო ძვირი იქნება და უფრო მალე დასრულდება მათი პოლიტიკური კარიერა. კრიზისს აუცილებლად დავძლევთ, აუცილებლად ვნახავთ გამოსავლის გზებს აუცილებლად ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები და ის ცვლილება რომელიც საჭირო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის",- თქვა აკაკი მინაშვილმა.

ოპოზიციას ხელისუფლების რაციონალიზმის იმედი არ აქვს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდება.

მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი