ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა დასრულდა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის წითელი ხაზი მხოლოდ სამართლიანობაა.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა მთავარი კრიტერიუმი რა, რომ შეთანხმება რომელიც შედგება უნდა იყოს სამართლიანი, ამის იქით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ბუნებრივია სამართლიანობის პრიცნიპით, რასაც ჩავთვლით სამართლიანად, ბუნებრივია, იმას ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზი არის სამართლიანობა მეტი არაფერი, სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც გვაქვს ჩვენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდება.