"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცადებით, მათი მიზანი დღის ბოლომდე მოხდეს შეთანხმება. ამ თემაზე მან მედიასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კირსიტიან დანიელსონთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრას პოზიტიური დინამიკა ჰქონდა და 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი სიღრმისეულად განიხილეს.
"გამომდინარე, დროითი შეზღუდვებიდან, ბრიუსელში დაგაგემილი სხდომიდან და ბატონი დანიელსონის განრიგიდან, ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება, ამიტომ შეთანხმება შეგდგება თუ ვერ შედგება და თუ შედგება რა ეწერება ამ შეთანხმებაში, ყველაფერი გეცოდინებათ დღის ბოლოს", - თქვა დავით ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, მიყვებიან იმ პროცედურას, რასაც მედიატორი წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება.