გამარჯვება ჩვენია - ვარკეთილში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ვარკეთილში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს თან მხარდამჭერი ბანერები აქვთ მიტანილი. 

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვას შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი