პოლიტიკურ სივრცეში ახალი რეალობა იკვეთება - "მთავარმა არხმა" შემთხვევით აღმოაჩინა, რომ საქართველოში ტარდება სოციოლოგიური კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვა თემებთან ერთად მოქალაქეებს ეკითხებიან, რა აზრის იქნებიან ისინი, თუ გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს?
ეს, ლოგიკურად, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ, შესაძლოა, ეს საკითხი უკვე განიხილება გახარიასა და ვაშაძეს შორის და ის შეიძლება რეალობად იქცეს, თუ საზოგადოების აზრი ამასთან დაკავშირებით დადებითი იქნება.
სოციოლოგიური კვლევის ჩატარებისას ქოლცენტრის წარმომადგენლებმა შემთხვევით "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს დაურეკეს.
პოლიტიკური კვლევა იყო, შემთხვევითი არჩევით ხდება, მე კი არ დამირეკეს მაინცდამაინც. მესამე ცენტრს იკვლევდნენ, რამდენიმე პარტიას მესამე ცენტრის თვალსაზრისით. მაგრამ იკვლევდნენ ძირითადად "სტრატეგია აღმაშენებელის" კუთხით.. ..მათ შორის, განიხილავთ თუ არა მესამე ცენტრად "სტრატეგია აღმაშენებელს" პლუს "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" პლუს ალეკო ელისაშვილის პარტია," სტრატეგია აღმაშენებლი" პლუს "ევროპული საქართველო"... მერე ყველა ერთად.. ჩავიარეთ კითხვებით, მე რა პასუხები გავეცი, ეს ჩემი საქმეა.. მაგრამ, მერე რაც დაიწყო, ეს იყო ყველაზე საინტერესო.. ამ კვლევამ გახეთქა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საგანი - უცებ გაჩნდა გახარია და მისი პარტია და რომ წავიდა ამაზე კითხვები ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, პასუხის გაცემაც გამიჭირდა.. იმიტომ რომ პარტია არ არსებობს, ხო? მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვიღაცამ იცის, რომ ეს პარტია ალბათ არსებობს და დაიწყო უკვე მისი კვლევა. და მერე უკვე იყო ბოლო კითხვა "სტრატეგია აღმაშენებელს" პლუს გახარიას პარტია.. როგორ უყურებთ ამას.. პრემიერი გახარია თუ ვაშაძე და აშ, - ამბობს ნიკა გვარამია.