ანტონის სიმართლე - თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი

გამოქვეყნდა:

ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერებისგან საზოგადოებაში გაჩენილი ნეგატიური შთაბეჭდილება ხელისუფლებისა და თავად ბერას არათანმიმდევრულმა განცხადებებმა გაამძაფრა - გამოქვეყნების დღიდან, უმრავლესობა, თავად ღარიბაშვილზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ ეს მასალა სრული ფაბრიკაცია იყო. ღარიბაშვილი დღესაც ამას ამბობს. 

ბერას კი სპეციალურ ინტერვიუში ფაბრიკაციაზე სიტყვაც არ დაუძრავს და დიალოგების ნამდვილობაში ირიბადაც არ შეუტანია ეჭვი. ერთადერთი, რასაც ის ხაზს უსვამდა, ეს იყო ჩანაწერების გაკეთების თარიღი. თუმცა, სიცხადე ამ ვითარებაში ბერას ინტერვიუმ ვერ შემოიტანა - მასალაში არსებულ ძალიან ბევრ საეჭვო მომენტზე მან არც თვითონ ისაუბრა და არც გადაცემის წამყვანებს დაუსვამთ შესაბამისი კითხვები. სამაგიეროდ, არ დავიწყებიათ ტიკ-ტოკზე ლაპარაკი.

ბერას განმარტებები არც საკმარისი იყო და არც დამაჯერებელი, იმდენად, რომ ბევრად უკეთესი იყო, ეს ინტერვიუ საერთოდ არ შემდგარიყო. ყველაზე არასაჭირო, არადამაჯერებელი და, საბოლოოდ, კომიკური კი ყველაზე უმნიშვნელო საკითხზე გაკეთებული განმარტება იყო - საკითხი, რომლისთვისაც ბერას მარტივად შეეძლო გვერდის ავლა, როგორც აუარა გვერდი ბევრად უფრო საინტერესო დეტალებს - ეს იყო ანტონიდ გადაქცეული ტრი-ტრი.

თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი: "ანტონის სიმართლე"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი