კამარაჰესი, ახალი ჰესი ყაზბეგში, რომელსაც სეისმოლოგები ასე უწოდებენ: ჰესი ვულკანზე. გულისხმობენ იმას, რომ ეს არის კავკასიონის ყველაზე სეისმოაქტიური ზონა, ხშირი მიწისძვრებით, რომელთა შედეგებსაც ასეულობით ადამიანი ჰყავს უკვე შეწირული.
წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ასეთი ქანების ხვრეტა, აფეთქება და იქ გვირაბების გაყვანა დაიწყება? მოსალოდნელი ნგრევის, ქანების ჩამოშლისა და ტრაგედიების მიღმა, რა გავლენას იქონიებს ეს გარემოზე, როდესაც მდინარე თერგის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, თითქმის, მთლიანად გვირაბებში აღმოჩნდება გამომწყვდეული?
ჩნდება კითხვა - რამდენად საჭიროა ეს მცირე ზომის ჰესი, რომლის დენიც უკვე, ახლავე ვიცით, უფრო ძვირი ეღირება ვიდრე იმპორტირებული ენერგია? რატომ უნდა ჩავაგდოთ საფრთხეში ჩვენი მოქალაქეებიც და გარემოც, როდესაც დენის ყიდვა საზღვარგარეთისგან უფრო იაფად შეგვიძლია?
მომდევნო კითხვა კი ასეთია - და იქნებ ამხელა მშენებლობა და მოსახლეობისთვის დენის ძვირად მიყიდვა იმიტომ იგეგმება, რომ ამ გზით ვიღაც დიდი ფულის შოვნას აპირებს და ამისთვის მზად არის დააზარალოს ხალხიც და ბუნებაც? უკვე პარანოიასავით ჟღერს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის ძებნას ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახამდე მივყავართ - კამარაჰესის მშენებელ კომპანიას კავშირი აქვს ისევ უჩა მამაცაშვილთან.
დათო აბრამიშვილის რეპორტაჟი: "ჰესი ვულკანზე"