აცრამ დაამარცხა ყვავილი, აცრა ამარცხებს წითელას, აცრა დაამარცხებს კოვიდს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც ექიმები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აიცრნენ. ვაქცინა კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემაც გაიკეთა.

გამყრელიძეს თქმით, ვირუსის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 65% აიცრას. მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის, 65%. ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები. ვხედავთ, ორგანიზებულია 3 აცრის კაბინეტი, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რაც არის ამ პროცესისთვის აუცილებელი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. ჩვენ უნდა ავცრათ წელს 1 600 000 - 1 700 000-მდე ადამიანი.

აცრაზე კარგი ჯერჯერობით მსოფლიოს და კაცობრიობას ამ ორი საუკუნის განმავლობაში არ მოუგონია.

აცრამ დაამარცხა ყვავილი, აცრა ამარცხებს პოლიომიოლიტს, აცრა ამარცხებს წითელას, აცრა დაამარცხებს კოვიდს",- თქვა გამყრელიძემ.

დღეს, 15 მარტს საქართველიში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. "ასტრაზენეკას" ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა. ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი