
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეთავაზებას შეთანხმების საკმარისი რესურსი აქვს. სარჯველაძე "რეალურ ნაბიჯებს" უკვე ოპოზიციისგან ელოდება.
შეთავაზებებს, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მას შეთანხმებაუნარიანი ვუწოდოთ. ის, თუ რა არის მოლაპარაკებების პირობები და რა შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. რაც შეეხება ინიციატივას იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდეს, იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიანი აღმოჩნდება და რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ოპოზიციის მხრიდან, რომ პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს. მთავარია, ოპოზიციის განწყობა შეთანხმების მიღწევაზე იყოს ორიენტირებული", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამდე დარჩეს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება.