"ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ" - ვაშაძე პოლიტპატიმრებზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის პოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უცვლელია და ერთ ერთი მთავარი თემაა კრისტიენ დანიელსონთან შეხვედრაზე

"მე ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმრები ისევ ციხეში დავტოვოთ და ამაზე გვქონდეს საუბარი და ამას ვაფიქსირებ ამ შეხვედრაზეც. რა იქნება დანარჩენი სხვა მხრიდან ამაზე ვიტყვით. ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს გავაკეთოთ",-თქვა ვაშაძემ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამდე დარჩეს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი