შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, 33 წლის ბიზნესმენ, ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე 30 წლის ზურაბ კახნიაშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობა ანგარიშსწორების მიზნით ჩაიდინა, გარდაცვლილს კი ჭრილობებლი ცივი იარაღით მიაყენა.
პოლიცია აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, კახიშვილის სახლიდან ამოიღეს.
"მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ კასპში, სასაფლაოზე 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.