
მართლმსაჯულების რეფორმა მხოლოდ ახალმა მთავრობამ უნდა განახორციელოს და ახლა, ქართული ოცნების მმართველობის 9 წლისთავზე ამ თემაზე საუბარი და დაჯერება ოპოზიციის მხრიდან, "სასარგებლო იდიოტობაა"
სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის 9 წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ "სასარგებლო იდიოტია" - მეტი არაფერი" წერს უგულავა.