
ამ დრომდე უცნობია შეხვდება თუ არა დღეს და თუ შეხვდება როდის, კრისტიან დანიელსონი მმართველი გუნდის წევრებს.
ევროპელმა დიპლომატმა მოლაპარაკებები უკვე გამართა ოპოზიციის წევრებთან, რის შემდეგაც უკვე ორბელიანების სასახლეში გაემგზავრა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მოლაპარაკებები დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა და დასრულების შემდეგ დანიელსონს კომენტარი არ გაუკეთებია.