
"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, მათი ყველა შეთავაზება მოლაპარაკებებზე ისეთია, რომ "ობიექტურად" უარის თქმა შეუძლებელია.
"იმ მაგიდაზე ყველაზე კონსტრუქციოული იყო ქართული ოცნება, იმ მაგიდაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიტანა ქართულმა ოცნებამ, იმ მაგიდიდან შეთანხმება გამოიტანა ქართულმა ოცნებამ და ასრულებს ამ შეთანხმებას.
ჩვენი ყველა შეთავაზება არის კონსტრუქციული და სამართლიანია და ჩვენი ყველა შეთავაზება არის ისეთი, რომელზეც ობიექტურად, უარის თქმა, არის შეუძლებელი, ამიტომ, თუკი შეუძლებელ შეძლებენ ჩვენი ოპონენტები და უარის იტყვიან, მაშინ არ შედგება [შეთანხმება]" - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსომა დღეს, 15 მარტს ოპოზიციასთან კიდევ ერთი შეხვედრა უკვე დაამთავრა. ამის შემდეგ ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდა.
ჯერ უნცობია დანიელსონი დღეს შეხვდება "ქართულ ოცნებას" თუ არა.