ღარიბაშვილმა გომელაურს კიდევ ერთი, მე-5 მოადგილე დაუნიშნა

გამოქვეყნდა:

შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერმინისტრმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დანიშნა, რომელიც შსს-ს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაურს უკვე 5 მოადგილე ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი