საიდუმლო ტენდერი - 37 მილიონი ივანიშვილის ფავორიტი კომპანია "ანაგისთვის"

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში პენიტენციური დაწესებულების რეაბილიტაციისთვის 37 მილიონი ლარი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანია "ანაგს" გადასცა. ირკვევა, რომ კომპანია, რომელიც თითქმის ყველა მსხვილი პროქტის შემსრულებელი და "ქართული ოცნების" შემომწირველია, გადასცა ფორმა 4, რითიც კომპანია "ანაგს" გასაიდუმლოებულ ტენდერის მოგების უფლება მისცა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმეში, ნეპოტიზმისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები იკვეთება. 

ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან და სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი, რომელიც თითქოსდა წავიდა პოლიტიკიდან ორიენტირებულია იმაზე, რომ როგირმე კიდევ უფრო ბევრი მილიონი წაიღოს ხალხის და საქართველოს ბიუჯეტიდან, - თქვა გიორგი კაპანაძემ.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ბესო დონაძე კი ამბობს, რომ კომპანია "ანაგის" ხელმძღვანელი პირები "ოცნების" წევრების მეგობრები არიან. 

ეს არის კომპანია, რომელიც არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მყოფ პირებთან ძალიან ახლოს მდგომი და მათი მეგობარი. ეს არის წულაია, კალაძის მეგობარი და ა.შ. გრიფით საიდუმლო ადევს ამ ტენდერს და "ანაგი" ვერ მიიღებდა მონაწილეობას, თუ არ ექნებოდა ე.წ. ფორმა 4, რომელსაც იძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ახერხებენ ამ ფორმა 4-ის მიღებას, - ამბობს ბესო დონაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი