კრისტიან დანიელსონთან ცოტა ხნის წინ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მივიდა. დეგნანს შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
დანიელსონი დღეს დილიდან შეხვედრებს განაგრძობს. ის უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სალომე ზურაბიშვილს. რაც შეეხხება "ქართულ ოცნებას", ამ დრომდე უცნობია გაიმართება თუ არა დღეს მათთან მოლაპარაკებები.
საქართველოს პარლამენტში ამ დროისათვის ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ ფორმატში იმართება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოდან დღეს უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა დარჩენა გადაწყვიტა - პრეზიდენტ მიშელისგან კონკრეტული ამოცანა მაქვს დაკისრებული - ამბობს დანიელსონი