წინადადებები რომელიც არის დოკუმენტში არის ჩვენი, არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან - აცხადებს ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე.
ევროპელ დიპლომატთან შესახვედრად "ქართული ოცნების" წევრები - კობახიძე, თალაკვაძე, პაპუაშვილი რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
შესვლამდე კობახიძემ ოპოზიცია მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობას - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძე დადებითად აფასებს დანიელსონის გადაწყვეტილებას ქვეყანში დარჩენის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ გუშინდელი შეხვედრების ბოლოს შარლ მიშელის წარმომადგენელმა უთხრათ, რომ ქვეყანას დრეს დილიტ დატოვებდა:
გუშინ შეხვედრის დასრულებისას გვითხრა ბატონმა დანიელსონმა რომ დღეს დილით ტოვებდა ქვეყანას, თუმცა როგორც ჩანს შემდეგ იყო გარკვეული კონსულტაციები რის შემდეგაც გადაწყვიტა ქვეყანაში დარჩენა...
წინადადებები რომელიც არის დოკუმენტში წარმოდგენილი მთლიანად არის ჩვენი წინადადებები. მათ არაფერი არ წარმოუდგენიათ გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას. ეს არის მათი ერთადერთი შემოთავაზება." ამბობს კობახიძე.
დანიელსონისა და "ოცნების" წევრების შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.