იუსტიციის სამინისტრომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ კომპანია "ანაგს" 37 მილიონი ლარი უკვე ჩაურიცხა. კომპანია საიდუმლო ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო.
პენიტენციურმა სამსახურმა შესყიდვა 2020 წლის აპრილში გამოაქვეყნა, 13 მაისს კი წინადადების მიღება დაასრულა. მალევე გაირკვა რომ გასაიდუმლოებულ პროექტს ანაგი შეასრულებდა. "ანაგს" ქართულმა ოცნებამ ამჯერად ციხეების რეაბილიტაცია ჩააბარა.
ტენდერის გამოცხადებამდე გრიგოლ ლილუაშვილის უწყებამ მომავალ გამარჯვებულს, სპეციალური სტატუსი - ფორმა ოთხი მიანიჭა, რაც ნიშნავს იმას რომ ტენდერში ვერცერთი კომპანია მონაწილეობას ვერ მიიღებდა, უპირატესობა სწორედ ანაგს დარჩებოდა და გამარჯვებასაც მხოლოდ ის შეძლებდა.
ანაგი ჯგუფი ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ კომპანიებს შორის ერთერთია, რომელიც წინაასაარჩევნოდ პარტია ქართულ ოცნებას დიდ ფულს ურიცხავს. სწორედ ის უზრუნველყოფდა ოლიგარქის კუთვნილი ხეების გადატანას დენდროლოგიურ პარკში.
ანაგი ჯგუფში დეტალებზე არ საუბრობენ.