შაქარაშვილის საქმე - სასამართლო გადაწყვეტილებას 15 საათზე გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება. ზ.ხ და ა.ქ. სასამართლომ 9 მარტს დამნაშავედ სცნო. ისინი ბრალს არ აღიარებენ. სასჯელის დანიშვნის სხდომა მცხეთის სასამართლოში 15 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სასამართლოზე მოსამართლე ბიძინა სტურუამ უნდა გამოაცხადოს, რამდენწლიანი სასჯელი მიესჯებათ არასრულწლოვნებს.

9 მარტს, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5-ვე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა განაჩენი არ გამოუცხადებია. 2 მარტს, სხდომაზე, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა 
წარმოთქვეს ბრალდებულებმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი