ქუთაისის მერს ოპოზიცია საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრის
გიგა შუშანიას თქმით, მერიას თვენახევრის წინ მიმართა ოფიციალური წერილით, სადაც შიდა აუდიტის მიერ შემოწმებული სამსახურების ნუსხას ითხოვდა, თუმცა მას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გეგმავს მერს ინფორმაციის დამალვის გამო სასამართლოში უჩივლოს. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გიგა შუშანიას მალევე უპასუხეს და უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.