ჩვენი სურვილია, ევროკავშირი რეგიონში მიმდინარე პროცესებში უფრო მეტად იყოს ჩართული-ზალკალიანი 

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა დღეს, 16 მარტს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. 

"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის უმაღლესი და ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, რაზეც ძირითადად, საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე და ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ, როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც არის რეგიონში ჩვენს გარშემოა შექმნილი. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში",-თქვა ზალკალიანმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერმინისტრი მიიღებს. დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი