განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ? - ზილფიმიანის იდეა

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტების" წევრის, დავით ზილფიმიანის აზრით, "უფრო უპრიანი" იქნებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, რომ ერქვას.

როგორც ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, ამით "არაფერი იცვლება და ამის შეცვლა შესაძლებელია"  

"ბატონო არჩილ, უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ? იმიტომ, რომ მეტ ქვეყანაში სადაც ეს ორი სამინისტრო ერთადაა ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. თუ საწინააღმდეგო არაფერი არ იქნება, არაფერი არ იცვლება და მე მგონი ამის შეცლა შესაძლებელი იქნებოდა", - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

არჩილ თალაკვაძემ ზილფიმიანს იქვე უპასუხა და უთხრა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენის ფარგლებში ასეთი ცვლილების შეტანა არ შეიძლება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი