რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება?!- ინჯია ზურაბიშვილს მიმართავს

გამოქვეყნდა:

დეპუტატი ფრიდონ ინჯია ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს და პარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. 

რა გახდა მამალაძის შეწყალება. ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა იმისთვის, რომ 19 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას - ამბობს ინჯია.

ცნობისთვის, ლევან მამალაძე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. მან საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა.

მამალაძეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა ედება და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მამალაძე ბოლოს რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა და სახელისუფლებო ტელევიზიებით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ჟურნალისტების,  ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს იმისთვის, რომ შემდეგ ქართულ ოცნებას დააბრალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი