
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია.
კოლასი კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირსა და აშშ-ს დაინტერესებისა და ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
"შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიენ დანიელსონს, ერვოკავშირსა და აშშ-ს ყველა ჩატარებული სამუშაოსთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია ხელი შეუწყოს მწვავე უთანხმოების მოგვარებას და გაამყაროს დემოკრატია. თანამედროვე მსოფლიოში ეს დიდი გაკვეთილი იქნება",-წერს დიეგო კოლასი.