ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხევდრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, კორონავირუსზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს.

"პრემიერმინისტრმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის ძალისხმევას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობას დიალოგის პროცესში როგორც უშუალოდ, ისე  პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მეშვეობით. პრემიერის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი