ანა დოლიძე პოლიტიკურ პარტიას ქმნის

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე, Facebook მიმართვას ავრცელებს. დოლიძე სოციალურ ქსელში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. 

"გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას - ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ", - წერს ანა დოლიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი