მთავრობის დადგენილება ამბულატორიებისა და პოლიკლინიკების ნაწილს ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს გაგრძელებაა 520-ე დადგენილებით განსაზღვრული პოლიტიკისა, როცა ხელისუფლებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, ახლა კი მიზანში პირველადი ჯანდაცვის რგოლია ამოღებული.
ეს დადგენილება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დატოვებს ამბულატორიებისა და პოლიკლინიკების ნაწილს, სადაც რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 13 ათასზე ნაკლებია. ეს მათ ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, ეს კი პირველადი ჯანდაცვის უამრავ ობიექტის დახურვას გამოიწვევს და იქ დასაქმებულ ასობით ექიმსა თუ ექთანს უმუშევარს დატოვებს.