საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს. 

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. 

აღნიშნული ფაქტის გამო, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. 

პრობლემის აღმოფხვრამდე ყველა ოფიციალური ინფორმაცია და ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე:

https://www.facebook.com/parliamentgeo

https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი